×

12 ივლისი, 2014

დავით ნარმანია საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის პირველ საარჩევნო უბანზე გააკეთა. დავით ნარმანია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
„მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან დემოკრატიული ფორმით ტარდება არჩევნების მეორე ტური. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ხალხს ეკადრება და გაკეთდება ისეთი არჩევანი, რომ გამარჯვებული იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე, უკეთესი საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შექმნაზე“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.