11 ივლისი, 2014
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებზე. სხდომაზე ასევე განიხილეს საორგანიზაციო თემები.