×

12 ივლისი, 2014

ბრიფინგი

უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას ვუხდით  ყველას, ვინც უკვე მოიხადა  მოქალაქეობრივი ვალი და გააკეთა თავისი არჩევანი.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდა არჩევნების მეორე ტურს და ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს მისცა.

მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო საარჩევნო პროცესის  მაღალ დონეზე წარმართვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები მთელი ქვეყნის მასტაბით მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.

წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში. მეორე ტურმა ამომრჩეველს მისცა დამატებითი დრო, უფრო კარგად გასცნობოდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატების  სამომავლო გეგმებს და მიეღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, კიდევ უფრო გააქტიურდნენ და  მოვიდნენ არჩევნებზე.

მეგობრებო, თითოეული თქვენგანის არჩევანს  დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

გვჯერა, ერთობითა და საერთო ძალისხმევით  ჩვენ ძალიან მალე ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას!

მიბრძანდით საარჩევნო ყუთებთან    და  გახსოვდეთ, რომ თქვენი ხმა იგებს!

 

მიეცით  ხმა საკუთარ მომავალს!