×

11 ივლისი, 2014

შეხვედრა სტუდენტებთან

„დღევანდელი შეხვედრა არის შეხვედრა მომავალთან, ახალგაზრდებთან რომლებზეც ქალაქის მომავალი მერი განსაკუთრებულად იზრუნებს“ - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ სტუდენტებთან შეხვედრისას. მერობის კანდიდატმა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. 
დავით ნარმანიამ სტუდენტებს ახალგაზრდული ცენტრის პროექტი წარუდგინა. ცენტრი თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.