×

11 ივლისი, 2014

გამოფენა „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისათვის“

დავით ნარმანიამ გამოფენა „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისათვის“ დაათვალიერა.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ 3-დღიან გამოფენაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება სხვადასხვა ინდუსტრიისათვის. გამოფენის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს, გამომგონებლებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესის წარმომადგენლებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ საზოგადოებას საკუთარი გამოგონებები გააცნონ. 
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიაში შეიქმნება ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ინოვაციურ პროექტებზე იმუშავებს. ამით კი აქტიურად დაიწყება მოძველებული ტექნოლოგიების ახალი გამოგონებებით ჩანაცვლება.