×

11 ივლისი, 2014

შეხვედრა ალექსიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ზურაბიშვილთან ერთად ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. დავით ნარმანიას თქმით, აკადემქალაქის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო სერვისების სრულად მიწოდება ვერ მოხერხდა და მაცხოვრებელთა ნაწილს კვლავ აწუხებს გზის და წყალგაყვანილობის პრობლემები. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ უბანი სრულიად მოწესრიგდება, აშენდება საბავშვო ბაღი და მოედანი.