×

26 ივლისი, 2014

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

89 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა. 
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე, შს მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე, იუსტიციის ინისტრი - თეა წულუკიანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური ;განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე;სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი_ლევან ყიფიანი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ელგუჯა ხოკრიშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი;საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე;სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - გელა დუმბაძე;შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე.