10 ივლისი, 2014
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს და მედიას წინასაარჩევნო პროგრამის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებები გააცნო.
„თბილისი უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი. აქედან ჩვენ ორ მთავარ რამეს ველით: მეტი შემოსავალი ქალაქში და მეტი დასაქმებული ადამიანი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ შეხვედრაზე.
დედაქალაქის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თბილისი იქნება უსაფრთხო ქალაქი, განხორციელდება საზოგადოების კეთილდღეობისთვის საჭირო ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პროგრამა, განვითარდება რეკრეაციული ზონები, აშენდება საბავშვო ბაღები და სპორტული მოედნები.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.