×

09 ივლისი, 2014

სოფელი დვაბზუ - გაზიფიცირება

სოფელ დვაბზუში პირველ ეტაპზე 9 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდება, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 245 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. პირველი ეტაპი უახლოეს პერიოდში დასრულდება. 

მეორე ეტაპზე დაგეგმილია 29 კოლომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის აშენება, რაც გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას 530 პოტენციურ აბონენტს მიცემს.

გურიის რეგიონში დღეისათვის გაზიფიცირებულია 8044 ოჯახი. მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 4334 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი აირის ქსელში.