×

10 ივლისი, 2014

დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა

დავით ნარმანიამ საკრებულოს არჩეულ დეპუტატებთან პირველ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დავით ნარმანიას თქმით, მზად არის პროექტი მიწისა და ქონების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, მიღებულია გადაწყვეტილება ადრე დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის ჩამოწერის შესახებ. ასევე, მზადაა მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებული წესი.
საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს გაიმართება.