×

09 ივლისი, 2014

დავით ნარმანია ავჭალის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კობა კობალაძესთან ერთად ავჭალის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ახალი მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში ქალაქის ეს მივიწყებული ნაწილი განავითაროს, მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა, განახორციელოს სხვადასხვა პროექტები.