×

08 ივლისი, 2014

მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე „ახალგაზრდული ცენტრი“ აშენდება

დავით ნარმანია: „ცენტრი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. შენობაში განთავსდება საკონფერენციო, საკონცერტო, საგამოფენო და სპორტული დარბაზები , საცურაო აუზი. ცენტრის მართვაში ჩაერთვებიან თავად ახალგაზრდები.“ 
„ახალგაზრდული ცენტრი“ თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტი განათლების და მეცნიერების, სპორტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებთან კოორდინაციით განხორციელდება. ცენტრი ფუნქციონირებას მომავალი წლიდან დაიწყებს.a