07 ივლისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს ის სამი საკითხი გააცნო, რომლებსაც 14 ივლისს, ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა განიხილავს.
როგორც დოლიძის ქუჩის მოსახლეობას დავით ნარმანიამ განუცხადა, სხდომაზე განხილვის შემდეგ, მერიაში დაწესდება მოქალაქეების მიღების დღე, მუშაობას განაახლებს საკრებულოს მიწისა და ქონების ლეგალიზაციის კომისია, 2014 წლამდე დენისა და ნაგვის გადასახადის მიბმის მიზეზით დაგროვილი დავალიანება გაუქმდება.
„მერია, ისევე როგორც თბილისის ყველა რაიონის გამგეობა ნებისმიერი მოქალაქისთვის ღია და გამჭვირვალე იქნება, ყველას ექნება ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა“- აცხადებს დავით ნარმანია.
დავით ნარმანია დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ზურაბიშვილთან ერთად შეხვდა.