07 ივლისი, 2014
დავით ნარმანიამ გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ახალგაზრდებს ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ და ზოოპარკის ერთიან სივრცედ გარდაქმნის პროექტი გააცნო.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტის მიხედვით, „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია ერთმანეთს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება, ხოლო „მზიურისა“ და ზოოპარკის მოსაზღვრე საავტომობილო გზის მონაკვეთის გასწვრივ, ორივე მხრიდან აშენდება 5 მეტრის სიმაღლის გეოპლასტიკური დამცავი კედელი, რომელიც გზაზე ავტომობილების მოძრაობით გამოწვეულ ხმაურს დაახშობს. მდინარე „ვერე“ კი კალაპოტში მოექცევა და ახალი პარკის ტერიტორიაზე გაივლის.
მისივე თქმით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა.