×
×

04 ივლისი, 2014

დავით ნარმანია - „ხალხის ხმა ქალაქის მთავრობას უნდა ესმოდეს“

თბილისის მერიის კარი ყოველი მოქალაქისთვის იქნება ღია, რადგან ხალხის ხმა ქალაქის მთავრობას უნდა ესმოდეს - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე. 
დავით ნარმანიას განცხადებით, წელიწადნახევარში თბილისს ექნება გენერალური გეგმა. დედაქალაქისთვის მნიშვენლოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად კი შეიქმნება თემატური საკონსულტაციო საბჭოები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თბილისში უძრავი ქონების მართვასთან, ქალაქის დაგეგმარებთან და არქიტექტურულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 
შეხვედრაზე დავით ნარმანიას პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის დიპლომი გადასცეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოს“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას გლდანისა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და ლადო ძნელაძე ესწრებოდნენ.