×

04 ივლისი, 2014

დავით ნარმანიამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 1993 წლის 2-4 ივლისს სოხუმსა და ტამიშთან შეტაკებებისას დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო.
ღონისძიება ტრადიციულად, 4 ივლისს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილეთა ორგანიზებით იმართება.
დავით ნარმანიასთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალთან გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი გენერალი კობა კობალაძე იმყოფებოდა.