×
×

03 ივლისი, 2014

პოლიტიკური საბჭოს სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საორგანიზაციო თემებზე იმსჯელეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების გზებს.
პოლიტიკური საბჭოს სხდომას მოწვეულ სტუმრად დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ახლო მომავალში დაგეგმილი უმაღლესი დონის სტუმრების ვიზიტების შესახებ.