23 ივლისი, 2014
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. დღეს გამართულ სხდომაზე თამარ ჟვანიამ და კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმს მოაწერეს ხელი.
თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია აირჩა, რომელმაც 12 ივლისის არჩევნებში ხმების 72,47 % (222 066 ხმა) მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკანორ მელიამ - 27,53% (84 350).
დღესვე სხდომის ოქმში ჩანაწერი შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით 13 მუნიციპალიტეტის გამგებლად და 7 თვითმმართველი ქალაქის მერად არჩეულ პირთა შესახებ.