30 ივნისი, 2014
დავით ნარმანია: „მერიაში საქმის კეთების დრო მოდის და დაფასდება ყველა ის ადამიანი, ვინც უბანს და ქალაქს გამოადგება“
„თბილისს გადავაქცევთ რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად, რაც გავლენას მოახდენს თითოეულ მოქალაქეზე „ - განაცხადა დღეს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური პროგრამით, რომელიც თბილისში ამოქმედდება, სოციალურად დაუცველებს დამატებითი მედიკამენტების შეძენის, სამედიცინო გამოკვლევების და საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციების გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ. „მერიაში საქმის კეთების დრო მოდის და დაფასდება ყველა ის ადამიანი, ვინც უბანს და ქალაქს გამოადგება“ - აცხადებს დავით ნარმანია და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.