×

30 ივნისი, 2014

განცხადება

გუშინ, 29 ივნისს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის  მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართა განმეორებითი კენჭისყრა. ეს ის ოლქებია, რომლებშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 15 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები  ბათილად იქნა ცნობილი.

გვინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცოთ  არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. სერიოზული ხარვეზები,  რომლებიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე, კენჭისყრის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა.

წინასწარი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამჯერადაც დამაჯერებელად ლიდერობენ უკლებლივ ყველა ოლქში, გარდა ერთისა.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილე ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი  ჩვენს მხარდამჭერებს.

 

დარწმუნებულები ვართ, არჩევნების მეორე ტურში ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან  და ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.