დღეს დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე მოსახლეობას გაესაუბრა და წინასააჩევნო პროგრამა გააცნო. მან პირადად მოისმინა მოსაზრებები დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ. დავით ნარმანია მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურის შედეგი წარმატებული იქნება. თავის მხრივ, კოალიცია ,,ქართული ოცნების'' თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ჰპირდება, რომ მისი გამარჯვების შემდეგ თბილისი გახდება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა და შეიქმნება ცხოვრებისა და დასვენების ჯანსაღი გარემო