×

27 ივნისი, 2014

საზეიმო კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით თბილისში, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.
სამზადისი დასასრულს უახლოვდება ევროპის მოედანზე, სადაც დღეს 20:30 საათზე გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.
კონცერტს შეუერთდება ბრიუსელიდან დაბრუნებული საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.