×
×

24 ივნისი, 2014

განცხადება

 

 

დღეს დილიდან,  საბურთალოს რაიონის ქუჩებში  გამოჩნდა   „ქართული ოცნების“ სახელით  გაკრული  განცხადება, რომლითაც თითქოსდა „ქართული ოცნება“  მსურველებს სთავაზობს,  სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ განცხადებაში მითითებულ ნომრებზე.

განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ტიპის დახმარებას სთავაზობენ მსურველებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს  განვაცხადოთ, რომ „ქართული ოცნება“ მითითებულ განცხადებასთან არავითარ კავშირში არ არის.

სავარაუდოდ, მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით, არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღაცას მოსახლეობის შეცდომაში  შეყვანა და  „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია სურს.

მივმართავთ მოქალაქეებს, ქალაქის ქუჩებში მსგავსი განცხადების ნახვის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონულ შტაბებს.

ამასთან, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადების წარმომავლობა.