23 ივნისი, 2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები და საარჩევნო შტაბის საორგანიზაციო თემები განიხილეს. სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუმინეთში განხორციელებულ ვიზიტს. პოლიტსაბჭოს წევრებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შესახებაც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ 27 ივნისს საბოლოოდ განმტკიცდება საქართველოს ევროპული არჩევანი.