23 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე და თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ საკრებულოს მაჟორიტარი და პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდნენ. კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.