×
×

23 ივნისი, 2014

განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“  არ იშლის ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობას.

 

გიგი უგულავას განცხადება, თითქოს ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ცესკო-ზე არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტური აბსურდი.

 

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები არის უპრეცენდენტო ჩვენი ქვეყნისთვის. წელს პირველად საქართველოს ისტორიაში, კანდიდატებს მოუწიათ 50%-ანი ბარიერის დაძლევა, რიგ შემთხვევებში კი, ხმების სულ რაღაც 2-3% დაკლების გამო,  მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. სახელისუფლებო გუნდს რომ ცესკო-ზე ზეწოლის სურვილი და პოლიტიკური ნება ჰქონოდა, ამას მანამდე გააკეთებდა და მეორე ტურამდე არ მიიყვანდა საქმეს.

 

„ქართული ოცნება“ არის რეალურად დემოკრატიული ძალა, რომლისთვისაც მსგავსი მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას გამოსვლა იყო მათთვის სასურველ დროს არჩევნების მეორე ტურის  დანიშვნის მიზნით ცესკო-ზე ზეწოლის პირდაპირი მცდელობა.

 

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბითა და დემოკრატიულობის ხარისხით.  მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პერმამენტულად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, არჩევნების პროცესში მის მიმართ ზედმეტი კითხვები არ გაჩენილა.

 

 

 გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუნდაც მცირედი წარმატების ილუზია შეუქმნას.