×

20 ივნისი, 2014

დავით ნარმანია ნიკა მელიას დებატებს სთავაზობს

„მე მინდა ოპონენტს შევთავაზო საერთაშორისო ფორმატით და საერთაშორისო წესებით დადგენილი ფორმით დებატების ჩატარება, სადაც ნებისმიერ ტელევიზიას მიეცემა შესაძლებლობა დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე“ - განაცხადა დღეს კოალიცია ქართული ოცნების „დედაქალაქის მერობის” კანდიდატმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. „დემოკრატიულად ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ინფორმირებული ამომრჩეველი იღებს მთავარ გადაწყვეტილებას და სწორედ მასზეა დამოკიდებული ის, თუ ვინ და როგორ აირჩიოს. ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ რეალური და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი პროგრამა და წინასაარჩევნო გეგმა. განსხვავებით ჩვენი ოპონენტისგან, რომელსაც საკმაოდ პოპულისტური მიმართულებებით აგებული გეგმები და დაპირებები ჰქონდა, რაც ასევე იყო შეუსრულებელი მთელ რიგ შემთხვევებში. ვინაიდან, საკითხები, რომლებიც მოცემული იყო პროგრამაში, სწორედ ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა და არა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას . აქვე განსაკუთრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ მეორე ტური ასევე დემოკრატიული ფორმით ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ნიშანია. ამიტომ ჩვენ მზად ვართ მეორე ტურისთვის“ - აცხადებს დავით ნარმანია.