×

19 ივნისი, 2014

განცხადება

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ ყალიბდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც პირადი  მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. 

გავრცელებული ინფორმაციით,  საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს.

 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს, საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  შავი ფულით და უკანონო მეთოდებით   ბრძოლას არ იშლის  და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას.  საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება  აზარალებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც.

ფაქტია, „ნაციონალურ მოძრაობას“უჭირს  დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება.

 

ვიმედოვნებთ, მომხდარს საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეაფასება მოჰყვება.