15 ივნისი, 2014
საბურთალოს რაიონის პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ. დავით ნარმანია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა. „არჩევანი გავაკეთე იმ ძალის სასარგებლოდ, რომელმაც უნდა განავითაროს ჩვენი დედაქალაქი“- განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობითა და ერთობლივი ზრუნვით მომავალმა თაობამ უკეთეს დედაქალაქში იცხოვროს.