14 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, დავით ნარმანია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ესპანეთის ნაკრების თამაშს დაესწრო. "IRB თბილისის თასი 2014"-ზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 23:13 გაიმარჯვა. შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართა. თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად „ბორჯღალოსნებს“ ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოკა კობალაძე გულშემატკივრობდა.