×

14 ივნისი, 2014

დავით ნარმანიამ ცაგარელის ქუჩაზე ავარიული კორპუსი დაათვალიერა

ცაგარელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელი სახლის გვერდით დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია და დაწყებულმა მშენებლობამ შესაძლოა შენობის ნგრევა გამოიწვიოს. მათივე თქმით, თბილისის მერიის სახელზე არაერთი განცხადება დაწერეს, თუმცა უშედეგოდ. ცაგარელის ქუჩაზე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე. დავით ნარმანიას თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, უკანონო მშენებლობები აიკრძალება, მფლობელს კი ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.