13 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა დღეს მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრები გამართეს. შეხვედრები გაიმართა კრწანისის, საბურთალოს, ვაკის და სამგორის მოსახლეობასთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. შეხვედრებზე დავით ნარმანიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნო წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები და მათ სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა სამართლიან არჩევანს გააკეთებს.