×

12 ივნისი, 2014

პროექტის „თბილისი - რეგიონის ცენტრი“ პრეზენტაცია

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პროგრამა „თბილისი - რეგიონის ცენტრი“ პროექტი გააცნო და მათგან მოსაზრებები მოისმინა. დავით ნარმანიას განცხადებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, კულტურული და ტურისტული ღონისძიებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში დედაქალაქის მერია 100 მილიონ ლარს დახარჯავს.