×
×

13 ივნისი, 2014

დავით ნარმანია „ამერიკის მეგობართა კლუბის“ წევრებს შეხვდა

,,ჩვენთვის საინტერესოა აშშ-ს ქალაქებთან დამეგობრება იმისთვის, რომ მომავალში მათი გამოცდილება გამოვიყენოთ’’- ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა „ამერიკის მეგობართა კლუბის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია მეგობარი ქვეყნისგან მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობის საფუძველი გახდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისში ამერიკული სახლის დაარსების იდეას.