12 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ისან-სამგორის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან - ირაკლი აბუსერიძესთან, ზურაბ ნეფარიძესთან, ლია ჯახველაძესთან და გულიკო ზუმბაძესთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. დღესვე მერობის კანდიდატი სოფელი ლილოს მოსახლეობას შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში მათ ნაგავსაყრელის მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებას დაპირდა. შეხვედრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ.