×

12 ივნისი, 2014

დავით ნარმანია „ექსპო ჯორჯიაში“ სტუდენტებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი „ექსპო ჯორჯიაში“ სტუდენტებს შეხვდა და დედაქალაქის განვითარებაში მათი როლის შესახებ ესაუბრა. დავით ნარმანიამ სტუდენტებს სამოქმედო გეგმის ის ნაწილი გააცნო, რომელიც სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და თბილისის მერიის მიერ სტიპენდიების დაწესებას ეხება. თბილისის მერობის კანდიდატმა ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზეც ისაუბრა. დავით ნარმანიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.