12 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს სპორტის უნივერსიტეტს სტუმრობდა. მერობის კანდიდატმა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. დავით ნარმანიას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის განვითარებას და საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იზრუნებს.