×

11 ივნისი, 2014

დავით ნარმანიამ განათლების საკითხების თაობაზე შეხვედრა გამართა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამა დღეს პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის განვითარების გეგმის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობას პროფესიონალები მიიღებენ. სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, დავით ნარმანიამ შეკითხვებს უპასუხა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა.