10 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახი კალაძე სამეგრელოს მოსახლეობა შეხვდა. კახა კალაძემ ზუგდიდელ ამომრჩეველს ქალაქის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია, გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მათი მხარდაჭერისკენ და ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. კახა კალაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დანარჩენ საქართველოს გამარჯვება ზუგდიდიდან უნდა მიულოცოს. დღესვე კახა კალაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინგირში, რუხში, ჩხორიასა და ნარაზენში ამომრჩეველს შეხვდა. ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა „აწარმოე საქართველოში“ გააცნო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი, აუცილებელია სოფლისა და გლეხის გაძლიერება.