10 ივნისი, 2014
„კინტრიშაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მლნ.კვტ.სთ იქნება. მისი მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს აჭარბებს.
„კინტრიშა ჰესი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის, კერძოდ სოფლების ქობალაურის, ჭახათის და ვარჯანაულის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 80-დან 100 ადამიანი. მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც ჩაუტარდებათ სათანადო ტრენინგები. ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი წილი იქნება ასევე ჰესის ოპერირების დროს დასაქმებულთა შორის.