13 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს საქართველოში სადამკვირვებლო მისიით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციას შეხვდა. მერობის კანდიდატმა დელეგაციის წევრებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ დელეგაცია სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.