10 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მირზა ახუნდოვის სახლ-მუზეუმსახლ-მუზეუმს პარლამენტის წევრ, თამაზ ავდალიანთან ერთად ეწვია. დავით ნარმანია აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათთად ერთად სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და აზერბაიჯანულ კულტურას გაეცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისის მერად არჩევის შემთხვევაში ხელს შეუწყობს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას.