10 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ამომრჩეველს დღეს ნაძალადევის რაიონში შეხვდა. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ჯაბა სამუშია და ზაზა კოლელიშვილი წარუდგინა, წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.