10 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მეცნიერებს და აკადემიკოსებს წინასაარჩევნო პროგრამა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრაზე გააცნო. დავით ნარმანიამ დედაქალაქის განვითარების საქმეში მეცნიერების აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა, მათი მოსაზრებები მოისმინა და შეკითხვებს უპასუხა