09 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ რატი იონათამიშვილთან და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათგან მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, დასაქმებასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე, აგრეთვე დაგეგმილ და განსახორციელებელ სოციალურ პროექტებზე.