×

13 ივნისი, 2014

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის საზეიმო დახურვა

"ჩვენი ვალია ჩავატაროთ რეალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომლის შედეგების სამართლიანობაში ეჭვი არავის შეეპარება. ჩვენ ამის პირობას გაძლევთ! თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული! დღეს ყველას აქვს საშუალება გაანალიზებული და დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთოს, საკუთარი მოსაზრებისა სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მისი ურყევი ნებაა,"   --  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ჩვენ აქ შეგვკრიბა ქვეყნის სიყვარულმა, ერთსულოვნებამ და საერთო ქართულმა ოცნებამ! იმ ოცნებამ, რომელმაც მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრა და თითოეული ჩვენგანი ჩააყენა ქვეყნის სამსახურში, იმ ოცნებამ რომელიც ჩვენი ხელით--ჩვენი თავდაუზოგავი შრომით უნდა ვაქციოთ რეალობად!" -- განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.