09 ივნისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ დღეს წყალტუბოს მოსახლეობას გამგებლობის კანდიდატი კონსტანტინე მამისეიშვილი წარუდგინა. კახა კალაძემ წყალტუბოში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წყალტუბო ევროპული დონის კურორტად უნდა იქცეს, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.