×

08 ივნისი, 2014

დავით ნარმანია ცხენოსნობაში მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირზე

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია თბილისის იპოდრომზე გამართულ მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს დაესწრო. შეჯიბრში წარმოდგენილი იყო წინაღობათა გადალახვა.ტურნირში მონაწილეობდნენ მხედრები საქართველოდან და აჯერბაიჯანიდან. კავკასიის ლიგა 4 ეტაპისგან შედგება,ხოლო ლიგაში გამარჯვებული მხედარი მსოფლიო თასის ფინალურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.