07 ივნისი, 2014
დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად შეხვდა. კახა კალაძე მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა. შეხვედრას ასევე დიდუბის მაჟრიტარი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ესწრებოდა. დავით ნარმანიამ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. თბილისის მერობის კანდიდატმა დიდუბისა და ჩუღურეთის მოსახლეოებას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლადო ძნელაძე, თარაშ შურღაია და რიმა ბერაძე წარუდგინა.