×

29 აპრილი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ დღეს გაიმართა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში. მერების შუალედური არჩევნები თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნები ქუთაისში, ტყიბულში, გურჯაანში, ახალციხესა და თიანეთში. ისიც მოგეხსენებათ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9 000 ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4 500 ხმა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3 200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3 600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 000 ხმა. ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა და ბოლოს, თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა.

ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას, ლევან ზალკანიანს ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურაბ მუხულიშვილს გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად, ხოლო იოსებ მათურელს თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ელექტრონული წესით. იმ წესით რომელიც დადგინდა ახალი საარჩევნო კოდექსით, სადაც ამომრჩეველი გადიოდა ელექტრონული წესით რეგისტრაციას. ასევე, ხმას აძლევდა ელექტრონული წესით, ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც გაიარა ახალმა სისტემამ, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით.
მადლობას გადავუხდით რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კომისიის წევრებს იმისათვის, რომ სათანადოდ ჩატარდა ეს არჩევნები. კიდევ ერთხელ გვინდა გადავუხადოთ მადლობა ამომრჩეველს არჩევნებზე მოსვლისთვის და ჩვენთვის ნდობის გამოცხადებისთვის, ჩვენი გუნდის მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა.